|
2018-05-07 14:49:13, 1655 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი კიბერთავდასხმის შემდეგ, მომხმარებლებისთვის ხელმწისაწვდომია
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი (www.gcaa.ge) კიბერთავდასხმის შემდეგ, მომხმარებლებისთვის ხელმწისაწვდომია. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს სერვერზე 2 მაისს განხორციელებულ კიბერ შეტევას უწყების საქმიანობის შეფერხება არ გამოუწვევია. "ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა სისტემაში. აგრეთვე შაბათს დილიდან, შეუფერხებლად მუშაობს სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი. მომხდარ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების შედეგად, მყისიერად განხორციელდა ოპერატორების, მათ შორის ავიასაწარმოების, ქართული და უცხოური ავიაკომპანიების, აეროპორტების და საშუამავლო კომპანიების ინფორმირება. სააგენტოს მიერ, ავიასაწარმოებზე ზედამხედველობა, საავიაციო ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა და სხვა მომსახურებების გაწევა უწყვეტად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)