|
2018-05-06 13:31:29, 1644 ნახვა
საზოგადოება
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ლიბიიდან კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა
დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან ლიბიაში იყო დაკავებული. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვარურს ოჯახის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. სოსლან კაკაბაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეში ჩართულობისა და გატარებული საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურის დაკავებიდან 2015 წლიდან ამ დრომე ლიბიაში არსებული არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ვერ ხერხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური სამუშაო ჩაატარა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, გამოიყენა რა ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმები - უცხოელი პარტნიორების და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. როგორც სოსლან კაკაბაძის დახვედრის დროს ბათუმის აეროპორტში საქართველოს სააგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა ქრათველი მეზღვაურის გათავაისუფლების პროცესი იყო რთული, თუმცა კოორდინირებული მუშაობით და პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღება. მისივე თქმით, მაისის მეორე ნახევრში გაიმართება ლიბიაში მყოფი დანარჩენი ქართველი მეზღვაურების საქმის განხილვა.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)