|
2018-05-01 20:10:30, 2207 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 15:00-დან 18:00 საათამდე 250 მოქალაქეს მოემსახურა
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 250 მოქალაქე მიიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ახლადგახსნილმა ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები. აღსანიშნავია, რომ ცენტრში დანერგილია დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალი, ელექტრონული სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების მიწოდებას. ასევე, ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)