07:51 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 11:06:22, 2071 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სოფრომაძე აღნიშნულ პოზიციაზე მიხეილ დუნდუამ შესცვალა. იგი  ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ცნობისთის, ჯანდაცვის მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო. 

ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics