08:02 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 15:32:57, 1743 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ზვიადაური: ამოიღეთ ხმა, სანამ ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდა მთლიანად საქართველო

თელავივში გამართულ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

მისი თქმით,  დავით ქევხიშვილი უკვე წლებია ანადგურებს საქართველოში ძიუდოს და სწორედ ამის შედეგია, რომ თელ-ავივში დასრულებულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა მედალი ვერ მოიპოვეს. 

„დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0! 
მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში! 
არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანასგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე.... შეიძლებ კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით...... აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორცმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიგეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!“- წერს ზვიადაური.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics