2015-05-23 12:07:03, 523 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რიგის სამიტის შედეგებს გამოეხმაურა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რიგის სამიტის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც აღნიშნული დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან და მოლდოვასთან.
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელარუსთან," –ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან