17:29 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 16:21:29, 1427 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან  უჯმაჯურიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონგის პროვინციაში გამართულ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციასა (ქ. დონგუანი)  და გლობალურ ინტელექტუალურ ფორუმში (ქ. შენჭენი) მიიღო მონაწილეობა.

შენჭენში გამართული გლობალური ინტელექტუალური ფორუმის მასშტაბურ საგამოფენო სივრცეში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სტენდზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს აგრარულ სექტორში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას გასცნობოდა.

დონგუანში გამართულ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინციების - გუანდონგი, სინძიანი, შანდუნი, ჰებეი, ჰუნანი, ნინსია, შანსი, ჯიანგსუ - სამეცნიერო-კვლევით უმაღლეს-სასწავლო და კომერციულ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით,  ერთობლივი პროექტების განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ გუანდონგის პროვინცია 100 მილიონზე მეტი მოსახლეობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ძლიერი, განვითარებული ეკონომიკური რეგიონია, სადაც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით ძირითადი აქცენტები ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისკენაა მიმართული.

ქართული დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხოელი ექსპერტების საქმეთა სახელმწიფო ადმინისტრაციას (SAFEA) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics