17:29 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:03:17, 1676 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში ცვლილებები შედის და 2018 წლის 1 ივნისიდან მთლიანად ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე გადადის.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, პროგრამაში შესატანი ცვლილებები შშმ პირთა წარმომადგენლებს გააცნო და მათი აზრი მოისმინა. 

ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ.

თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა,  საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2017 წელს საპილოტე რეჟიმში აამოქმედა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში ბენეფიციარების ნაწილმა სურვილისამებრ მერიისგან მიიღო ვაუჩერი და თავად აირჩია დასასვენებელი ადგილი, ხოლო ნაწილმა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეულ სასტუმროებში დაისვენა. 

ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ცვლილების თაობაზე ინფორმირებული იქნებიან სასტუმროები, რათა პროგრამის მიმდინარეობა არ შეფერხდეს და მათ დაბრკოლებების გარეშე მიიღონ შშმ პირები.

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2018 წელს შშმ პირებსა და მათ გამცილებლებზე 1 100-მდე ვაუჩერი გაიცემა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 272 22 22.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics