23:09 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 19:37:25, 2372 ნახვა

საზოგადოება
პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება

პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებში მოსამზადებელი უკვე მეორე ჯგუფი შეირჩა.

მომავალ პარამედიკოსებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე შეხვდა.

თავდაპირველად, პრეტენდენტები მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე, მათ ნორმატივებისა და პრეტესტის ჩაბარება მოუწევთ, რისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, პარამედიკოსთა მოსამზადებელ კურსს გაივლიან. 

კურსის გავლა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის დოკუმენტთა ნუსხა, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #117) ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი; ბ) ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი; გ) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ასლი; ე) ავტობიოგრაფია ან (CV); ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სარეკომენდაციო წერილი/ცნობა (დედანი); თ) ორი ფოტოსურათი (3/4); ი) ნასამართლეობის შესახებ ცნობა (დედანი);

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და რეგიონებში გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics