23:10 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 11:32:57, 1520 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე,  მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით,  ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

კახა კალაძის განცხადებით,  სამივე ტერიტორიაზე ჯამში  715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.  მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო  და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მინდა გთხოვოთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა თვითონ ამ კომპანიების მხრიდან იქნება გასაკეთებელი და შემდეგ უკვე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვით დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაცია შეირჩა. ამჯერად მერიამ ინტერესთა გამოხატვა სამ მათგანზე გამოაცხადა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics