22:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:11:39, 1485 ნახვა

საზოგადოება
დევნილებს განაცხადების შეტანა იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე  „დევნილთა კანონში“ ტექნიკური ხასიათის ცვლილება დაამტკიცა, რომელიც საბოლოოდ დასამტკიცებლად უკვე  პარლამენტს გადაეგზავნება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილებს შეეძლებათ,  დევნილთა სამინისტროს გარდა, განცხადებები მთელი საქართველოს მაშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეიტანონ.

„დევნილებს შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში შეიტანონ განცხადებები და არა მხოლოდ სამინისტროში. სამინისტროს აქვს ერთი ცენტრალური იფისი  თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში. დევნილები იძულებული არიან, მხოლოდ ამ სამ ლოკაციაზე მივიდნენ.

 ცვლილების შემდეგ საქართველოს პრაქტიკულად  ყველა რაიონში და ბევრ  სოფელში შეეძლებათ შეიტანონ განცხადება. ასეთი მინუმუმ 4 000 განცხადებაა წელიწადში. აღნიშნული ცვლილება გაადვილებს დევნილების  ურთიერთობას  სამინისტროსთან.მზადდება ტრენინგი იუსტიცის სამინისტროს თანამშრომნლებისთვის, რომ  მათ შეეძლოთ კვალიციური პასუხების გაცემა დევნილებისთვის“,-განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics