09:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 16:41:13, 2575 ნახვა

სამართალი
რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

ნებისმიერი სახის შუღლის გაღვივება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად შუღლის გაღვივების ფაქტი მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი არ არის. 

„როდესაც შუღლის ნიადაგზე დადგებოდა მკვლელობის შედეგი, მაშინ ხდებოდა დასჯადი, მაგრამ თავად შუღლის გაღვივების ფაქტი დასჯადი არ იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ უცხო ქვეყნების გამოცდილება, მათ შორის გერმანიისა და ევროკავშირის სხვა მოწინავე ქვეყნებისა“,-აღნიშნა იზორიამ.   
 მისივე ინფორმაციით, ეს ცვლილება, ასევე,  რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებასაც ეხება.

„მაგალითად, როდესაც რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას მოსდევს  შედეგი  და ეს დაკაშირებულია ფიზიკურ და ძალადობრივ დაპირისპირებასთან, ასეთ შემთხვევაში სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლის დასჯადი ქმედების არსებობა. ჩვენ ჩართულნი ვართ საერთაშორისო დისკუსიაში, აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა, ეს გულისხმობს, რომ ეს ქვეყნები განსაკუთრებით იმ ოქროს შუალედს იცავენ, რომელიც დაკავშირებულია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და მეორეს მხრივ საზოგადოების, მათ შორის, სხვადასხვა კონფენსიების მშვიდობიან თანაარსებობასთან. შესაბამისად,  ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შუღლი, რომელიც  ძალადობის ელემენტებთანაა დაკავშირებული, დასჯადი  იქნება“,-განაცხადა იზორიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics