10:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 10:23:51, 1354 ნახვა

საზოგადოება
საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის პირველადი შედეგები დღეს გახდება ცნობილი

გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის პირველადი შედეგი დღეს გახდება ცნობილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ბიურო ვერიტასის“ პირველად დასკვნასთან დაკავშირებით ბრიფინგს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გამართავს.

ეკონომიკის ცნობით, საერთაშორისო  კომპანია „ბიურო ვერიტასის" ექსპერტებმა  შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა ტურისტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics