2015-05-18 13:12:07, 442 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოში იპოდრომზე 11 კორპუსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხის განხილვა იგეგმება
დედაქალაქის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების, საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.
დღის წესრიგით, აღნიშნულ სხდომაზე იპოდრომზე 11 კორპუსის განაშენიანების რეგულირების დამტკიცების საკითხის განხილვაც არის გათვალსიწინებული. აღნიშნული თემის განხილვას „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელებიც დაესწრებიან.
ამ დროისთვის, საკრებულოს შენობასთან გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქცია–პერფორმანს მართავენ. ისინი აქციაზე საყვირებით და დასარტყამი ინსტრუმენტებით არიან მისულები და დედაქალაქის ხელისუფლებას მოუწოდებენ, იპოდრომზე კორპუსების განაშენიანების გეგმა არ დაამტკიცოს.
საკრებულოსთან 50–მდე ადამიანია შეკრებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან