20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 14:21:00, 1728 ნახვა

პოლიტიკა
მელია გაბუნიას: პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ

პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკსა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება გაბუნიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ადგილზე ვითარების ესკალაცია ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლამ გამოიწვია.

„ბატონო ნიკა, გუშინდელ დღეს ბორჯომში, მოვლენების ესკალაციას საფუძველი დაუდო თქვენმა და სერგო რატიანის ჩასვლამ და იქ საკითხისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემამ“, - მიმართა გაბუნიამ მელიას.

აღნიშნულმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. მელიამ გაბუნიას უნამუსო უწოდა.

„პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. ამას რომ ამბობ, ხარ უნამუსო. იცი რატომ ? დღის 12:00 საათზე უმაწყალოდ იყო ნაცემი ლებორისტული პარტიის წევრი და ხმა არ ამოგიღიათ. მას შემდეგ რაც ცემეს დეპუტატი და ტყვეობაში აიყვანეს, ამის შემდეგ ჩავედი საღამოს 6 საათზე.  დეპუტატები რომ არ ჩავსულიყავით, სისხლიც დაიღვრებოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics