21:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 19:17:09, 1566 ნახვა

საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძე მიმდინარე სამშენებლო პროექტებს ეცნობა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მიმდინარე სამშენებლო პროექტების მონიტორინგს აგრძელებს.

კახაბერ გვანცელაძე დღეს გლდანის მესამე მიკრორაიონში, სოფელ გლდანსა და ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მშენებლობებზე იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მონიტორინგს კახაბერ გვანცელაძესთან ერთად აწარმოებს კომპანია „გეომეფი“, რომელიც მშენებლობის ხარისხის კონტროლსა და ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

კახაბერ გვანცელაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და მშენებლობის დასრულების ვადებით დაინტერესდა. მშენებლების განცხადებით, პროექტის დროულად დასრულებას საფრთხე არ ექმნება და სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.

გლდანის მესამე მიკრორაიონსა და სოფელ გლდანში მშენებარე თითოეული ბაღი 340 აღსაზრდელზეა გათვლილი, ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლებაში მშენებარე ბაღი კი 235 აღსაზრდელს მიიღებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics