20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 10:16:20, 2047 ნახვა

პოლიტიკა
ქართველი დეპუტატები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ბრიუსელს ეწვევა.


ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ იოან პაშკუსთან და ევროპარლამენტარებთან: ანა გომეშთან,კლერ მუდისთან, საჯად კარიმთან, მაიკლ გალერთან, დევიდ მაკალისტერთან გამართავენ.
 ვიზიტი საქართველოს პარლამენტთან ევროპარლამენტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ევროპარლამენტის ორგანიზებით გაიმართება და მისი მთავარი თემასაპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები იქნება.

ქართველი დეპუტატები და ევროპარლამენტარები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო  ფუნქციის გაძლიერებაზე და ამმიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.



ასევე გაიმართება ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრები, სადაც  მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონშისაქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები იქნება.

განხილვის თემა იქნება აგრეთვე, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-ევროკავშირისთანამშრომლობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები.





საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერგი კაპანაძე, თამარ ხულორდავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი კახიანი,ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ნინო წილოსანი არიან, ბრიუსელში ვიზიტს 1 მარტს დაასრულებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics