10:52 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 14:33:53, 1682 ნახვა

საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე, - ამის შესახებ  ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.

როგორც ქარცივაძემ აღნიშნა, ექიმები მის მდგომარეობას აკონტროლებენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც ფაქტობრივად დასასრულისკენ მიდის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics