|
2018-01-27 13:40:20, 1886 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 25 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას აგრძელებს. საგენტოს ცნობით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამსახურებმა, როტაციის პრინციპით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. „გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეგულარულად ამოწმებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის მაისში გაფორმდა, რაც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებას, უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)