04:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 16:08:39, 2175 ნახვა

საზოგადოება
TDI: განათლების სამინისტრომ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნია, - ამის შესახებ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ყარაჯალაში სკოლის დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლისათვის სკოლაში თავსაბურავით სიარულის აკრძალვის შესახებ მიმართეს და ამ აკრძალვის ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა სთხოვეს.

ორგანიზაციის ცნობით, ინსპექტირების დასკვნაში, რომელიც უწყებისგან 12 იანვარს მიიღეს, მითითებულია სკოლის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერი, რომლითაც  "აკრძალულია სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება".

„სამინისტრომ აღნიშნული ჩანაწერი მოსწავლის რელიგიის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისათვის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნია. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელმწიფო უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონებს, მაშინ როცა სხვა რელიგიის აღმსარებელ მოსწავლეებს რელიგიური მრწამსის გამოხატვა რელიგიური ატრიბუტის ტარების საშუალებით არ ეზღუდებათ“, - აცხადებენ TDI-ში.

იხილეთ სრულად: http://tdi.ge/ge/news/512-ganatlebis-saministrom-muslimi-moscavlistvis-tavsaburavis-tarebis-akrzalva-kvlav





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics