22:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:11:36, 389 ნახვა

პოლიტიკა
NDI: 31% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი  ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია.

ამას გამოკითხულთა 31% აცხადებს, 6% ამბობს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილებებს აღარ იღებს. 21%-ს კი პასუხი არ აქვს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics