|
2018-01-17 09:31:28, 2236 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილს პიჯაკების და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი?!
„რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გამო ვიჭერთ, ამის მერე მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მართლმსაჯულებაში მიცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. პრეზიდენტმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პროკურატურამ მოსთხოვა გრიფის მოხსნა, თუმცა მაშინ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. „სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა ყოფილიყო შოკში იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულმა საქმემ ბევრჯერ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. „ჩემი უხერხულობა კიდევ ერთი საკითხია. მეორე საკითხი, რა არის იცით, ამ გრიფის მოხსნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, ამის მერე, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუნდაც, ზურაბ ადეიშვილის სახელი ამოიღეს წითელი ცირკულარის ძიებიდან. „მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ორ სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობდით. მე პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი? „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არ მომწონდა, რომ სუშის ყიდულობდნენ ძვირად? მე არ მომწონდა რომ ტელევიზიები შტურმით იღებოდა, მე არ მომწონდა რომ მიტინგების შემდეგ ქუჩაში რჩებოდა გარდაცვლილი ხალხი და არ მომწონდა იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი ციხეში იჯდა“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)