23:52 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 15:50:46, 2195 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ და შსს-ს დაცვის პოლიციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„საქართველოს ბანკმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო  ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ. მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია  საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან  ახორციელებს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.  დაცვის პოლიცია  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით,  მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics