|
2015-05-12 11:15:13, 928 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ტექნიკურ სავაჭრო ფორუმს მასპინძლობს
„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში ტექნიკური სავაჭრო ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ვაჭრობის დაფინანსებაში, სფეროს განვითარების საკითხებზე მსჯელობენ. ტექნიკური სავაჭრო ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. მისი მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ღონისძიებას ესწრებიან თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, EBRD წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი ინვესტორები და ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები. „თიბისი ბანკს პატივი ერგო, უმასპინძლოს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც დაესწრება ვაჭრობის დაფინანსებაში ჩართული ყველა ბანკი - ეს ბანკები შესაძლოა კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა მნიშვბელოვანია ამ ბანკების ჩართულობა და კოორდინაცია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიმართულებთ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც თანამშრომლობა და განვითარება ყველა ჩვენგანის ინტერესშია“- აცხადებს თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. „ღონისძიებისადმი ინტერესი ძალიან დიდია, რაც პოზიტიური განვითარების დასაწყისს ნიშნავს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“,- აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯფომარემ ფადი ასლიმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)