19:39 - 14 Jul, 2026
|
2017-12-29 13:33:09, 3065 ნახვა
საზოგადოება
სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. წყალსადენი ქსელი შაქარაშვილის, გეხტმანის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას, ჭანდრისა და არჩილ მეფის ქუჩებზე, დაახლოებით, 7200 მეტრზე დამონტაჟდა. ასევე, მარკო პოლოს ქუჩაზე 2104 კმ-ის სიგრძის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. პროექტის განხორციელების შედეგად, 330-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)