11:35 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 16:24:44, 3824 ნახვა

პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვა ვერ იწყება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილონ.

სხდომა სამ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე ვერ იწყება.

საქმე იმაშია, რომ კომიტეტის აპარატის წარმომადგენელის  ინფორმაციით,   7 დეპუტატი  ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

ეს დეპუტატები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

აღნიშნული დეპუტატები უშუალოდ კომიტეტის წევრები არიან და მათი დასწრების გარეშე კვორუმი ვერ შედგება.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში.

კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics