16:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 19:09:43, 2322 ნახვა

საზოგადოება
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: ჯემალ შონია - პოეტური კრებულისათვის „წაუკითხავი“,  ნანა ქარდავა - წიგნისათვის „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“,    აზა ბასლანძე - საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: „მომღერალი ფერები“, „თეთრი ღრუბლები“, „ოქროს თევზი“ და  „მხიარული ფიქრები“.

დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოტარ ჟორდანია ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics