|
2017-12-22 17:05:34, 12547 ნახვა
კულტურა
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გურამ ყურაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. გურამ ყურაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. მან აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნა პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულ კონცერტებს მართავდა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული იყო. აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კოლექტივმა დროებით შეწყვიტა არსებობა. 12 წლის შემდეგ კი გურამ ყურაშვილმა ახლა უკვე ქალაქ თბილისში ახალი შემადგენლობით შექმნა აფხაზეთის საგუნდო კაპელა, რომელმაც ძალიან მალე გამორჩეული სტილის კოლექტივის სახელი დაიმკვიდრა და არაერთხელ წარმოაჩინა საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)