22:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 12:54:37, 560 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა გაიღებს

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის სამსახურების დაევალათ, მომხდარის მიზეზები გამოძიონ და სათანადო ზომები მიიღონ.

პრემიერის თქმით, დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა გაიღებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.
უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის - 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.
შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს, 05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. ამ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ.  ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭიროებებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს.  სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics