14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:48:30, 1937 ნახვა

საზოგადოება
კომერციული პალატების შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 „ჩვენ ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმის  მეოთხე ტალღაზე. ერთ-ერთ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას − და ეს არის თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავს. ჩვენ ვფიქრობთ საერთო სასამართლოსთან ერთად, რომ კომერციული პალატები შეიქმნას არა სადმე გარეთ, პარალელური სისტემის სახით, არამედ საერთო სასამართლოების სისტემაში. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან კარგად ინვესტორთა საბჭოსთან, ევროპულ ბანკსა და სხვა დონორებთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ ევროპული სტანდარტის კომერციული პალატები გვქონდეს და ბიზნესსექტორს მიეცეს ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის საშუალება", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics