14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 13:40:35, 1779 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული განათლების ბაზაზე სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება გახდება შესაძლებელი

პროფესიული განათლების მიმართულებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახალი პროფესიის დასაუფლებლად პირობების შექმნაზე. ასევე, პროფესიული განათლების კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებაზე მორგებაზე და  დუალურ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გაგრძელებაზე. 

განათლების მინისტრობის კანდიდატის თქმით, ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაიწყება პროფესიული და ზოგადი განათლების სფეროთა ინტეგრირების პროცესი. საბაზო სწავლების დონეზე პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობები, ხოლო საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლება მოზარდებს დასაქმების სფეროსთან დაახლოებაში დაეხმარება.

განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კავშირები, დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები.

მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამების დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ   სკოლის ატესტატის ექვივალენტური სერთიფიკატი მიიღონ“, - აღნიშნა ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics