22:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 14:41:40, 448 ნახვა

საზოგადოება
სხვადასხვა დაწესებულების არქივების თანამშრომლებმა ეროვნულ არქივში ტრენინგი გაიარეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ასევე, მათ დაქვემდებარებაში შემავალი დაწესებულებებისა და ეროვნული მუზეუმის არქივების 25-მა თანამშრომელმა ეროვნულ არქივში ტრენინგი გაიარა.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მათ დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

მიმდინარე წლის 4-დან 8 მაისამდე გამართულ ტრენინგზე მისი მონაწილეები გაეცნენ საარქივო საქმესა და საქმისწარმოების სფეროში არსებულ ძირითად წესებსა და საკანონმდებლო ნორმატივებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულარქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკურიხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა დასაქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს მუდმივადატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics