2015-05-08 14:40:37, 435 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო-ს სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან ოშორიძემ მონაწილეობა მიიღო „ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციების“ შესახებ ნატო-ს სასწავლო კურსში, რომელიც ქალაქ სარაევოში, მშვიდობის მხარდაჭერის სასწავლო ცენტრში (PSOTC) ჩატარდა.
შსს-ს ინფორამციით, სასწავლო კურსი ნატო-ს გამოცდილმა ექსპერტებმა ჩაატარეს. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებში ნატო-ს დოქტრინებსა და პრინციპებს. სწავლების დროს გამოყენებული იყო სიმულაციური ტრენინგები და სტუდენტებს უწევდათ რთული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა.
კურსს ესწრებოდნენ 12 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან