22:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 13:30:54, 441 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კონსტიტუციური სახელმწიფო გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.

კონფერენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელმა ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა საზეიმოდ გახსნეს.

კონფერენციის ესწრებიან შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელი პირები, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.

კონფერენციის განმავლობაში მოხსენებით გამოვლენ შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორები და ანალიტიკოსები. ასევე განიხილება ორგანიზებული დანაშაულის, კიბერტერორიზმის, თანამედროვე საზოგადოების გეოსტრატეგიული უსაფრთხოების, საჯარო და კერძო უსაფრთხოების თავსებადობისა და ურბანული პოლიციის ადმინისტრაციული ფუნქციების საკითხები. კონფერენციის დასასრულს, მადრიდის ნებრიხას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics