20:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 13:06:29, 396 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე გერმანიის ელჩს ორთვინ ჰენიგს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩი აჭარაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებლად ჩავიდა.

 შეხვედრისას საუბარი შეეხო გერმანიის მხრიდან აჭარის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს.

„გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აჭარის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სანაპიროს დაცვის გაუმჯობესება. ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება და გამყარება პირველ რიგში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან მიმართებაში“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ორთვინ ჰენიგი საქართველოში 2010 წლის 14 მაისიდან მსახურობს. მანამდე კი მოსკოვში, ქაბულში, ბრიუსელში, გერმანიის წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics