2015-05-07 17:00:43, 449 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: 2016 წელს საკონტრაქტო სამსახურზე სრულიად გადასვლა არარეალისტურია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2016 წლიდან საკონტრაქტო სამსახურზე სრულიად გადასვლა არარეალისტურია.
როგორც ხიდაშელმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, 2016 წელს ეს პროცესი ვერ დასრულდება და შერეული მოდელით ჯარის მართვა მოუწევთ, თუმა ამ მხრივ დიდი ნაბიჯი გადაიდგმება.
"სრულიად 2016- ში საკონტრაქტოზე გადასვლა ვერ მოხერხდება. არარეალისტურია, რომ 2016-ში სრულად დავასრულოთ ეს პროცესი, მაგრამ აქ სწორედ ის არის ამოცანა, რომ ნაბიჯი იყოს დიდი, რომ ძალიან პატარა დოზით დაგვრჩეს ჩვენ შერეული და შემდეგ უფრო და უფრო ნაკლები",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან