11:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 10:48:48, 1812 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: მერიის მიერ სწავლა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გეტყვით, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით,  აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი და სოციალური საცხოვრისი, რომლებიც თბილისს არასდროს ჰქონია.

გარდა ამისა, მერიის მიერ უძრავი ქონებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების აშენების პირობით ჯამში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ბოლოს მოკლედ გეტყვით განათლების მიმართულებით, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics