07:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 11:48:46, 2381 ნახვა

მსოფლიო
კიევის ცენტრალური სარკინიგზო სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

კიევის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურთან შესაძლო ბომბის არსებობის გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციელებმა მგზავრებს სადგურის შენობის დატოვება მოსთხოვეს.

მედიის ცნობით, მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში ვერ იპოვეს. ამის შემდეგ მატარებლებმა მოძრაობა განრიგის მიხედვით გააგრძელეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით ანონიმური ზარები ბომბის არსებობასთან დაკავშირებით პერიოდულად ხორციელდება. არც ერთ შემტხვევაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics