01:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:16:26, 2089 ნახვა

საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნებში 1 569 992-მა (45,65%) ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბოლო მონაცემები წარადგინა. 20:00 საათის მდგომარეობით,  ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% ( 1 569 992 ამომრჩეველი) შეადგინა.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა თბილისში  ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა  43,4%.

„რომ შევადაროთ ეს მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას,  ამომრჩეველთა აქტივობა იყო  43,31 %“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ.

არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics