20:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 18:08:01, 2440 ნახვა

საზოგადოება
ახალი მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს უკვე ემსახურება

ახალი მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’, რომელიც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა, მგზავრების უკვე ემსახურება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, სადგურმა მუშაობა ოფიციალურად 17:00 საათზე დაიწყო. 

ახალი მეტროსადგური მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს მაქსიმალურად შეამცირებს. 

მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics