13:33 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 11:16:21, 524 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: ჩვენი მიზანი მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა იქნება

„ჩვენი მიზანი იქნება დავნერგოთ მწვანე ეკონომიკის პრინციპები და ხელი შევუწყოთ მწვანე ბიზნესის განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გიგლა აგულაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. 

აგულაშვილის თქმით, კონსულტაციების პროცესში ჩართული იყო და პრემიერის მიერ დღეს გახმოვანებული ინფორმაცია მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. მისივე განცხადებით, უწყებაში მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე ევროპული გარემოს დაცვის პრინციპების და სტანდარტების დანერგვაა.

„მუშაობას სამინისტროში არსებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ვაპირებ და  ამ გეგმის განხორცილებას აქტიურად გავაგრძელებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ მინისტრს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეს იქნება ევროპული გარემოს დაცვის იმ პრინციპების და სტანდარტების დანერგვა ჩვენს ქვეყნაში, რაც ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში იკითხება. თუ რაიმე მიმართულებით აქტიურად მოგვიწევს მუშაობა, ეს მიმართულება იქნება. მათ შორის, ჩვენი მიზანი იქნება დავნერგოთ მწვანე ეკონომიკის პრინციპები და ხელი შევუწყოთ მწვანე ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა აგულაშვილმა.

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების საკითხს, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მას მასშტაბურ ცვლილებები დაგეგმილი არ აქვს.

„მინდა შევეხმიანო სამინისტროს კოლექტივს, პროფესიონალებს და დავამშვიდო ისინი, ნუ ღელავენ. ვფიქრობ, პროფესიონალების ადგილი  ყოველთვის არის იქ, სადაც ისინი არიან და შესაბამისად, საკადრო გადაწყვეტილებების არანაირი ტალღა არ მაქვს დაგეგმილი. შეიძლება რაიმე გამონაკლისის სახით მოხდეს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფრო დეტალურად გავერკვევი სამინისტროს სტრუქტურაში, საშტატო ერთეულებში“, - აღნიშნა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო კომიტეტებში სავარაუდოდ დღეს მოუსმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics