|
2017-10-06 18:05:01, 2681 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა განიზრახა, შეაფერხოს რეფორმები და დემოკრატიული პროცესი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს, რომლებიც საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებიან, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებთან და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩებს საქართველოში ვიზიტისათვის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესში. "ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული პროცესის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან ბევრ ნათელ დაბრკოლებას ვხედავთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის ფედერაციისაგან. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა განიზრახა ძირითადად ერთი მიზნის მიღწევა - შეაფერხოს საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული პროცესი, საქართველოს ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტა იყო კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული, კონტინენტის პროცესების გაძლიერებისაკენ მიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმ ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო შესაძლებლობების დალოდება, რომელიც ჩვენს მეზობელთან გვაქვს, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფალი არჩევანის ამბიციისათვის საქართველოს დასჯა და საქართველოს განვითარების მოპარვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა საქართველოს ყველა ევროპელ პარტნიორს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისათვის და ასევე, საქართველოსათვის თანამშრომლობის კარების ფართოდ გახსნისათვის მადლობა გადაუხადა. „ვიმედოვნებთ, რომ ღიად იქნება დაგომბილი რუსეთის პოლიტიკა," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)