|
2017-10-06 16:51:35, 1855 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიქმნა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ბორჯომში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და წევრი უწყებების საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი შეხვედრების პირველი დღე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოს მიერ საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე აღებულ ვალდებულებებზე, ძალადობის გამომწვევი მიზეზებზე, შედეგებსა და მსხვერპლთა თვალით დანახულ მთავარ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ჯგუფებში მუშაობას, საკომუნიკაციო არხების, სამიზნე აუდოტორიისა და საკომუნიკაციო გზავნილების განსაზღვრას მიეძღვნა, რის შედეგადაც სამუშაო ჯგუფმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი საბოლოო სახით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება. ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს პასუხისმგებელ უწყებათა კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას და სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. ინიციატივა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის მიერ სტამბოლის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებასთან, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი პროგრამებისა და კამპანიების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. სამუშაო შეხვედრები ბორჯომში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით გაიმართა.
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)