14:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 19:35:22, 3856 ნახვა

საზოგადოება
2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა 2018 წლიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა განახლდეს. 

მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს უფროსის იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, ახალი მართვის მოწმობის ასაღებად, გამოცდის ხელახალი ჩაბარება საჭირო არ არის. 

მისივე თქმით, დოკუმენტის შესაცვლელად 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენაა საჭირო. 

"მოქალაქეს დასჭირდება პირადობის მოწმობა, მის ხელთ არსებული მართვის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა. ადგილზე ის 15 ლარს გადაიხდის. სხვა დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო არ იქნება. აღნიშნული საფასურის გადახდა, როგორც მექანიკური ასევე ავტომატური ძრავის მქონე ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ", - განაცხადა მაკასარაშვილმა. 

რაც შეეხებათ იმ მძღოლებს, ვინც მართვის მოწმობები 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აიღო, მაკასარაშვილის ინფორმაციით, მათი განახლება 2028 წლისთვის იქნება საჭირო. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics