12:14 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 12:50:50, 417 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის დახმარებით, მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით

„საქართველოში ევროპის საივესტიციო ბანკის ოფისის გახსნა ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის დიდი დახმარება და აღიარება“,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის გახსნის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე შეფასებით, საქართველოში აღნიშნული ბანკის ოფისის გახსნა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბანკის ვიცე–პრეზიდენტს .  ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისათვის ნდობის გამოცხადებას. ეს იქნება რეგიონული მნიშვნელობის ოფისი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს. მისი დახმარებით ჩვენ, საქართველოში არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, შევქმნით მეტ სამუშაო ადგილს და ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისი განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

როგორც მან განაცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში უკვე ბევრ პროექტს აფინანსებს.

„მომავალშიც არაერთი პროექტი გვექნება.  ეს ოფისი დაგვეხმარება გავხდეთ რეგიონალური ლიდერი და დაგვაახლოვებს ევროპულ სტრუქტურებთან“,– დასძინა ირაკლი ღრიბაშვილმა.  

ცნობისთვის, თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისმა დაიწყო მუშაობა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვილჰემ ნოლპერერი და ევროკავშრის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. 

ევროპის საინვესტიციო ბანი ევროკავშირის მიერაა დაფუძნებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics