07:51 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:18:47, 1863 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27 სექტემბერს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა უნგრეთის ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელთა მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით. უნგრეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics