07:52 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 14:33:50, 1991 ნახვა

საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი დიდუბე“ გაიმართა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი დიდუბე“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ყვავილების გამოფენა -გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

გაიმართა კონცერტი საბავშვო მუსიკალური სტუდია „ნერგების“, „მართვეს“,ქალთა ტრიო - „ივერიონისა“ და ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით. ასევე წარმოდგენილი იყო სტუდია - „ვერნისაჟის“ მოცეკვავეების, ცეცხლისა და დრამერების შოუ.

 პროექტის ფარგლებში - „ჩემი დიდუბე“, დიდუბის რაიონში  მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საზოგადოებას გააცნეს  დიდუბის რაიონში   არსებული კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქიტექტურული შენობების ისტორია.

დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტ ივანე ჩხაიძეს, მძლეოსან რობერტ შავლაყაძესა და მხატვარ ავთო მოსიაშვილს „საამაყო დიდუბელის“ ტიტული მიენიჭათ.

ღონისძიება ბენდების „მიქსტურა“ და “Sinners-ის კონცერტით დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics