05:06 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 16:04:18, 2284 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საშუალო საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს.

არჩევითი საგნის სტანდარტის შესახებ დღეს თავდაცვის უწყებაში იმსჯელეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების, ასევე საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხებს შეეხო.

საგნის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს შემუშავება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის #393 ბრძანებით დაევალა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics