16:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 10:58:11, 2716 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს, - ამის შესახებ Telegraph-ი სკოტლანდ იარდზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი ნიუპორტში დააკავეს.

თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მამაკაცი მაშინ დააკავა, როდესაც ის სახლიდან გაქცევას აპირებდა. მეზობლის ცნობით, ეჭვმიტანილი პროფესიით მხატვარია და დიზაინერად მუშაობდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ლონდონის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით პირველი ეჭვმიტანილი,18 წლის ახალგაზრდა კაცი 16 სექტემბერს დილით დააკავეს,  მეორე პირი კი იმავე დღეს, საღამოს.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ვაგონში, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 29 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics