|
2017-09-14 15:28:30, 2044 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან ისთ ფოინთში ერთგულის აქცია იწყება
ხვალიდან ისთ ფოინთში ერთგულის აქცია დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ბარათის მფლობელებს უამრავი სიახლე ელოდებათ. კერძოდ, გაორმაგებული ქულები ერთგულის ყველა პარტნიორთან ისთ ფოინთში, სპეციალური შეთავაზებები, საჩუქრები და გასართობი პროგრამა პატარებისთვის: სახის მოხატვა, თამაშები, ბამბის ფერადი ნაყინები და ფერადი ბუშტები. აქცია სამ დღეს გაგრძელდება - 15, 16, 17 სექტემბერი. თუ თქვენ არ ხართ ერთგული ბარათის მფლობელი, აქციის ფარგლებში ბარათის აღება 15 წუთში შეგიძლიათ უფასოდ, ერთგულის სტენდთან ისთ ფოინთში. ერთგულის 1 ქულა 1 ლარს უდრის. აქციის ფარგლებში, ერთგულის პარტნიორები ისთ ფოინთში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებენ. მაგალითად, ჯონ ვრეპი სასკოლო წიგნებს ერთ ლარად შეგიფუთავთ, კენარი გთავაზობთ ფასდაკლებას ბავშვის ოპტიკურ ჩარჩოებზე და ლინზებზე, დელფოსი გთავაზობთ Gioielli-ის ვერცხლის საბავშვო კოლექციაზე 30%-იან ფასდაკლებას. გარდა ამისა, სასკოლო ფესტივალის ფარგლებში ერთგული ბარათით გადახდისას დაგიგროვდებათ გაორმაგებული ქულები, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ სავაჭრო ობიექტებში, ისე სხვა პარტნიორებშიც: ლი/ვრანგლერი, ფექტორი, ლევისი, ნიუ ბალანსი, ლუტეცია, ბაკარა, რონიკო, ართ თაიმი, ვენდისი, დანკინი, ნაიკი, ადიდასი, მავი და ჯორდანო. გაორმაგებული ქულები თქვენს ანგარიშზე არა უგვიანეს 31 სექტემბერს დაირიცხება. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)